აღსართან II, კახეთ-ჰერეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1102 1104). ეს ა. II უნდა იყოს თოღის (მაჭის) ციხის ქვის ფილაზე ამოჭრილ წარწერაში მოხსენიებული „ახსართან... რანთა და კახთა მფლობელი“. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერმა დიდებულებმა ა. II შეიპყრეს და დავით აღმაშენებელს მიჰგვარეს. დავითმა კახეთ-ჰერეთი საქართველოს სამეფოს შეუერთა. რანთა და კახთა სამეფომ, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტ. ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა.
წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან აღსართან I.
თ. პაპუაშვილი