აშკალა (ძვ. ფარეხა), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. გუმბათის (ქციის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 1600 მ, წალკიდან 30 კმ. 960 მცხ. (2014).
„ა.“ უწოდეს 1828–29 ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა სომხებმა. სოფელში დგას ძვ. ქართ. ეკლესია, რ-იც აქ ჩამოსახლებულმა მოსახლეობამ სომხ. ეკლესიად გადააკეთა (გაუკეთეს ხის ჭერი და სახურავი). აღმ. ფასადზე ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილი ძვ. ქართ. წარწერის ფრაგმენტებია. ეკლესია შიგნით ბოძების 3 წყვილით სამ ნავად არის დაყოფილი. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. იატაკი ქვისაა. შესასვლელი დას-იდან აქვს. სოფლის თავში აღმართულია შუა საუკ. კიდევ ერთი – წმ. გიორგის ეკლესია.
ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки. В. 4, Тфл., 1913.