აშორნია (სომხ. არშარუნიქი, აშორნექ), ისტორიული მხარე სომხეთში, აირარატის პროვინციის ერთ-ერთი თემი (გავარი). მდებარეობდა მდ. ერლეხის (ახლანდ. არაქსი) მარცხ. მხარეზე, ქ. კაღზევანის ჩრდ-ით. ქართ. წყაროებში იხსენიება იმ ომებთან დაკავშირებით, რ-ებიც ქართვ. მეფეებს ჰქონდათ მეზობელი სომხ. ტერიტორიაზე. 1120 დავით IV აღმაშენებელმა დალაშქრა ა. და გაანადგურა იქ მსხდომი თურქმანი ტომები; 1130-იან წლებში მას განაგებდა ქირქიშ (თირქაშ) აბულეთისძე, შვილი ივანე აბულეთისძისა; 1156 მეფე გიორგი III-მ ა-ის ქ-ები წაართვა იქაურ მაჰმადიან მმართველებს.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.2).
დ. ბერძენიშვილი