აშოტ II

აშოტ II ერკათი (გ. 928), სომხეთის მეფე (914–928) ბაგრატუნების დინასტიისა. ებრძოდა არაბებს და მათ მომხრე სომეხ ფეოდალებს. 921 სევანის ტბასთან დაამარცხა არაბები და სომხ. დიდი ნაწილი გაათავისუფლა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა ა. II-ის მიერ ტაო-კლარჯეთის ქართ. სამეფოსთან დადებულმა პოლიტ. კავშირმა. 922 ხალიფა იძულებული გახდა ა. II შაჰინშაჰად, ე. ი. ყველა სომეხი მეფე-ფეოდალის სიუზერენად ეცნო. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და სიმტკიცისათვის ა. II-ს ერკათი (რკინა) უწოდეს.

ლ.-ნ. ჯანაშია