აშოტ კეკელა

აშოტ კეკელა (გ. 867), ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, აშოტ I კურაპალატის ძის ადარნასეს ერთ-ერთი შვილი, გურგენ კურაპალატისა და სუმბატ არტანუჯელის (ანთიპატოს-პატრიკის) მამა. ზედსახელი „კეკელა“ ნიშნავს ლამაზს, მშვენიერს.

წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

შ. ბადრიძე