აშრაფი

აშრაფი (არაბ.-სპარს. აშრაფ – კეთილშობილი, ბრწყინვალე), ოქროს ფულის სახელწოდება სპარსეთში შაჰ ისმაილ I-ის (1502–24) მეფობიდან 1932 წლის ფულის რეფორმამდე. თავდაპირველი მასა 3,5 გ. ა-ის ავერსზე გამოსახულია შიიტური რელიგ. სიმბოლო და 12 იმამის სახელი, რევერსზე – შაჰის სადიდებელი ლექსი, მოჭრის ადგილი და დრო. იჭრებოდა იშვიათად და უპირატესად მემორიალურ ხასიათს ატარებდა. ცნობილია თბილ. ზარაფხანაში 1747 მოჭრილი ა. (მასა 2,69 გ). ინახება ერმიტაჟში.

ლიტ.: Rabino di Borgomale H. L., Coins, medals and seals of the shahs of Iran (1500–1941), Hertford, 1945.

თ. ქუთელია