აჩაბეთი

აჩაბეთი, ძვ. სოფელი და ციხე მდ. ლიახვის მარჯვ. ნაპირზე (ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტის სოფლები – ზემო აჩაბეთი და ქვემო აჩაბეთი). ქართ. წყაროების მიხედვით, გვიანდ. ფეოდ. ხანაში აქ იყო „სასახლე და ციხე მეფეთა“. ადრინდ. ფეოდ. ხანაში ა. მთელ ხევსაც რქმევია. VII ს. სომხ. გეოგრაფია ქართლის სხვა ოლქებს შორის ასახელებს ტერიტ.-ადმ. ერთეულს „აჩაბეთის ხევს“. 1744 ერეკლე ბატონიშვილმა (შემდგომში ერეკლე II) ა-თან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა ჯარი (იხ. აჩაბეთის ბრძოლა 1744). ა-იდან XV ს-ში წარმოდგა თავადური საგვარეულო „მაჩაბელი“. ა-ში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. იხ. აჩაბეთის ციხე.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ.,1965; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952.

დ. ბერძენიშვილი