აჩაბეთის ბრძოლა 1744, ბრძოლა თეიმურაზ II-სა და ამილახვარი გივი|გივი ამილახვარს შორის. ქართლის 1742–45 აჯანყების ეპიზოდი. 1742 ქართლში ირანელების წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების მეთაური გ. ამილახვარი თურქებსა და ლეკებს დაუკავშირდა და მათი ჯარები ქართლში მოიწვია. გ. ამილახვარს დაუპირისპირდნენ თეიმურაზ II და მისი ძე ერეკლე. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა აჩაბეთთან 1744. ამილახვრის მხარეზე იყვნენ თურქები ახალციხის ფაშის იუსუფ III-ის სარდლობით, ლეკები და სხვ. ერეკლე ბატონიშვილმა, რ-ის ჯარშიც შედიოდნენ თუშები, კახელები, პირაქეთა ლეკები და ირანული არტილერია, მოულოდნელი დარტყმით აიღო აჩაბეთის ციხე. შემდეგ გ. ამილახვრის ჯარმა ალყა შემოარტყა თეიმურაზ-ერეკლეს ლაშქარს. ერეკლემ გაარღვია ალყა, ზურგში მოექცა ამილახვრის ჯარს და დაამარცხა.
ა. ბ-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართ. ფეოდ. წყობილების დაცვა-განმტკიცებისათვის.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965.
ლ. ტუხაშვილი