აჩაბეთის ციხე, შუა საუკ. ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში მდ. ლიახვის მარჯვ. ნაპირზე (ქურთის მუნიციპ.). ა. ც. საისტორიო წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ში, ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ირანელებთან ბრძოლის დროს, როდესაც იგი ა. ც-ში იყო გამაგრებული. 1744 ერეკლე II-ს ორჯერ მოუხდა აჩაბეთისთვის ბრძოლა ამილახვარი გივი|გივი ამილახვართან და მის დამხმარე ოსმალთა ჯართან (იხ. აჩაბეთის ბრძოლა 1744). აქ ბევრჯერ მომხდარა ლეკთა ჯარებთან შეტაკება. 1759 დაღ. ბელადმა კოხტამ და ჩონჩოლმუსამ აიღეს ა. ც. მათ წინააღმდეგ შეკავშირებულან თეიმურაზ II, ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონი. ლეკთა ჯარი უკუიქცა. ასეთი შემოსევები მომდევნო წლებშიც მოხდა. ახლანდ. სოფ. ზემო აჩაბეთის ცენტრში შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები ციხის ნანგრევები, თავდაპირველად აქ მდგარა კოშკი მცირე გალავნით, რ-საც შემდეგ მეორე გალავანი შემოავლეს, ხოლო მომდევნო წლებში – მესამე, კიდევ უფრო დიდი. გეგმით ოთხკუთხა კოშკის სიმაღლე 20 მ-ს აღწევს. ქვემოთ იგი მასიურია, ზემოთ, როგორც ჩანს, მომრგვალებული იყო. პირველი სართული ყრუა. შესასვლელი II სართულიდანაა. კოშკი აღჭურვილია სათოფურებით. ციხე გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რ-ის ფრაგმენტებია შემორჩენილი. გალავანში დგას წმ. ესტატეს ეკლესია.
ჯ. გვასალია
პ. ზაქარაია