აჩიბახის ქედი, სუბგანედური ქედი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. მოქცეულია მდ-ების ფშიცისა (ბზიფის მარჯვ. შენაკადი) და იუფშარის (გეგის მარცხ. შენაკადი) ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილია მთა აჩიბახი (2378 მ). აგებულია ძირითადად ცარცული ასაკის კირქვებით. კალთები ციცაბოა, სამხრ-ით ფლატოვანი. უხვადაა კარსტული ფორმები. კალთებზე წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია, თხემურ ზოლში – სუბალპ. მდელო და ლიხი.
დ. უკლება