აჩიგვარის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატი, მეჩაიეობის ერთ-ერთი უძველესი მეურნეობა. შეიქმნა 1930 (ყოფ. გალის რ-ნში). 1965 მეურნეობამ მიიღო „აჩიგვარის საბჭოთა მეურნეობა-ტექნიკუმის“ სახელწოდება. საწარმოო პროცესების მართვის ერთიანი სისტემისათვის 1986 აჩიგვარის ჩაის მეურნეობა-ტექნიკუმისა და მიკროფ-კის ბაზაზე შეიქმნა ა. ჩ. ა. კ. კომბინატის ფართობი შეადგენდა 2217 ჰა, მასში შედიოდა სას.-სამ. სავარგულები – 1420 ჰა, აქედან მრავალწლიანი ნარგავები – 1005 ჰა, მ. შ. ჩაი – 824 ჰა, ციტრუსი – 138 ჰა, ტუნგი – 21 ჰა, ყურძენი– 2, 42 ჰა, კაკალი – 5 ჰა და სხვ. ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაციის დონე შეადგენდა – 44%, მ. შ. მცირე მექანიზაცია – 28%.
XX ს. 90-იანი წლების შემდგომ ჩაის, ისევე როგორც სხვა კულტურების წარმოება შეწყდა. 2008-იდან ა. ჩ. ა. კ. ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ე. თათარაშვილი
მ. თოქმაზიშვილი