აცანა

აცანა, სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი), გურიის ქედის სამხრ. კალთის ძირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ტელმანი). ზ. დ. 160 მ, ლანჩხუთიდან 8 კმ. 586 მცხ. (2014).

სოფლის მახლობლად დგას შუა საუკ. მონასტერი „ოქონა“. იგი მაცხოვრის სახელობაზეა აშენებული. მონასტრის ეკლესიაში შემონახულია მოხატულობა. არის წარწერა, რ-შიც მოხსენიებული ისტ. პირები XVII ს-ში მოღვაწეობდნენ. მონასტერს შემოვლებული აქვს ასევე შუა საუკ. ქვის გალავანი.

ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987.