აძეძი

აძეძი, მდინარე აღმ. საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს ქვაბულში. მდ. ივრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 135 კმ². სათავე აქვს ქართლის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები –ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. ერთვის 49 პატარა შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 118 კმ. საშ. წლ. ხარჯი 1,35 მ³/წმ.