ბებრისკონა

ბებრისკონა (Lamium purpureum), ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. აქვს 10–30 სმ სიმაღლის მწოლარე ან წამოწეული ღერო, კვერცხისებრ-გულისებრი ან მომრგვალო, გრძელყუნწიანი ფოთლები, მეწამული, ვარდისფერი ან იშვიათად მოთეთრო ყვავილები.

იზრდება თითქმის მთელ საქართველოში მთის ქვედა და შუა სარტყელში ბუჩქნარებს შორის, რუდერალურ ადგილებზე, ტყეებში და როგორც სარეველა – ბაღებში.

გავრცელებულია აგრეთვე შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში. მცირე აზიაში, ირანში, გზადგაყოლილია ჩრდ. ამერიკაში.

ლ. ხინთიბიძე