ბებუთოვი (ბებუთაშვილი) ვასილ იოსების ძე (1789 ან 1791, თბილისი, – 7. IV. 1858, იქვე), ინფანტერიის გენერალი (1857).
აღიზარდა პეტერბ. I კადეტთა კორპუსში. 1809–11 მსახურობდა საქართვ. მთავარმართებელთან. მონაწილეობდა რუს. 1812 სამამულო ომში. 1817 გენ. ა. ერმოლოვს ახლდა ირანში ელჩობისას. 1825 იმერეთის მმართველად დანიშნეს. 1828 გენ. ი. პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში, რის შემდეგ ახალციხის მმართველად დაინიშნა. 1843 გენ.-ლ. წოდებით (1843) სარდლობდა რუს. ჯარებს დაღესტანში. 1847–53 ამიერკავკ. მხარის სამოქალაქო მმართველობის უფროსი და საბჭოს თავ-რე იყო. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. მისი მეთაურობით რუს. ჯარებმა გამარჯვებები მოიპოვეს ოსმალებზე ბაშკადიკლარის (1853 წ. 19 ნოემბ.) და ქურუქ-დარის (1854 წ. 24 ივლ.) ბრძოლებში. 1857 ბ. სამსახურიდან გადადგა.
ლ. დოლიძე