ბებუთოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (8. V. 1839, თბილისი, – 9. II. 1904, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1895). გენ. კ. ი. ბებუთოვის ვაჟი.
დაამთავრა თბილ. პაჟთა კორპუსი. მსახურობდა ლაიბგვარდიის ერევნის პოლკში, აგრეთვე პრეობრაჟენსკის პოლკში მონაწილეობდა რუს.-ოსმ. ომში (1877–78). 1904-მდე მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის შტაბში ქვეითი ჯარების კურატორად.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, სპარსეთის ორდენით, აგრეთვე ოქროს ხმლით მამაცობისათვის.
დაკრძალულია თბილისში ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.
ლ. დოლიძე