ბებურიშვილი პაპა, კახელი თავადი. თავდაპირველად მხარს უჭერდა ასანმირზას (დავით II-ის ძე) თეიუმრაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდგომში ერეკლეს მიემხრო. 1751, აგრის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ბ-მა ერეკლე დახრჩობას გადაარჩინა. 1755 იგი მეთაურობდა 206 მოხალისე თავადს, აზნაურსა და გლეხს, რ-ებმაც გაარღვიეს ყვარლის ალყა (იხ. ყვარლის ბრძოლა 1755) და მეციხოვნეებს სურსათი და ტყვია-წამალი მიაწოდეს.
წყარო: დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია – ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.
დ. მეგრელაძე