ბეგალიშვილი ნოდარ ალექსანდრეს ძე (დ. 18. VI, 1944, ქუთაისი), გეოფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995), საქართვ. გეოფიზ. კავშირის ვიცე პრეზიდენტი (1992‒2000), საქართვ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი(1996-იდან).
1969 დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში, 1979‒86 იყო ღრუბელთა ფიზ. და აქტიური ზემოქმედების განყ-ბის ნალექთა რეგულირების ლაბორ. გამგე, 1986‒99‒დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (ამავე დროს ხელმძღვანელობდა ღრუბელთა ფიზ. განყ-ბას), 1999-იდან ‒ დირექტორი. ბ., ძირითადად, იკვლევდა ატმ. ფიზიკის, ჰიდროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემათა თეორიული და გამოყენებითი ხასიათის შედეგებს. ბ. არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-თა ნაწილი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე.
ბ-ს კლიმატთან დაკავშირებული ნაშრომებისათვის მიღებული აქვს საქართვ.ეროვნ. პრემია (2009).