ბეგთაბეგიშვილი ალექსანდრე იასეს ძე (10. V. 1819, თბილისი, – 29. I. 1876, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1869). მეფე ერეკლე II-ის მიერ გათავადებული ბეგთაბეგების სომხ. საგვარეულოს წარმომადგენელი.
1840-იდან არმიაში იყო. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–56), დას. კავკასიის დამორჩილებაში. იყო კავკასიის მესანგრეთა პირველ– ბატალიონის მეთაური (1856). ქუთაისის 153-ე პოლკის მეთაური (1863-იდან).
ასრულებდა არასამხ. დანიშნულების მნიშვნელოვან დავალებებს – მონაწილეობდა ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებაში, ოქროს საბადოს აღმოჩენის მიზნით) გამოიკვლია მაღალმთიანი სვანეთის ძნელად მისადგომი ტერიტორია.
ეწეოდა საზ. მოღვაწეობას, იკვლევდა სამხ. საკითხებს და აქვეყნებდა პუბლიკაციებს სპეც. სამხ. და საინჟინრო ჟურნალებში. ავტორია საინტერესო ჩანაწერებისა.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის III და IV ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, მოღნინის წმ. გიორგის ეკლესიაში.
მ. გოგიტიძე