ბეგი, ბეი (თურქ. bey – მბრძანებელი, მთავარი, ბატონი), გვაროვნული და ფეოდალური დიდკაცობის ტიტული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ეწოდებოდა თურქი ტომების ზედაფენის წარმომადგენლებს. ოსმალეთში ბ-ს უწოდებდნენ ადმ. ერთეულების – სანჯაყების მმართველებს (მაგ., სანჯაყ-ბეგი), XVI ს. ბოლო მეოთხედიდან – გამაჰმადიანებულ მესხ ფეოდალებს (მაგ., ბასიანის ბ.). კავკ. თურქულენოვან ხალხებში ბ-ებად იწოდებოდნენ თავად-აზნაურები.