ბეგიაშვილი თედორე (თედო) მალაქიას ძე [4 (16). XII. 1892, სოფ. ფანიანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 21. X. 1970, თბილისი], ფილოლოგი, ფოლკლორისტი, პედაგოგი.
თბილ. სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა 1916. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას საქართვ. სკოლებსა და ინ-ტებში. ბ-ს ეკუთვნის წიგნი „ლიტერატურული საუბრები“ (1929), ფოლკლორისტული წერილები „ახალი მოტივები თანამედროვე ფოლკლორში“, „აკაკი წერეთელი და ქართული ფოლკლორი“ და სხვ. სკოლების სახელმძღვანელოდ გამოაქვეყნა „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ნაწ. I – 1925, II – 1927; III – 1931); შეადგინა და გამოსცა ქრესტომათია „ქართული ფოლკლორი“ (1941) და სხვ.
ლიტ.: ქართული ფოლკლორი, ტ. 4 - ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, [ნაწ.] 1, თბ., 1974.
ფ. ზანდუკელი