ბედენის ქედი, ქედი წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფი. უმაღლესი ადგილია ბედენის მთა (1875 მ). ქედზე გადადის საავტ. გზა თბილისი – თეთრი წყარო – წალკა.
ბ. ქ. აგებულია ცარცული ვულკანოგენური დანალექებით, აგრეთვე ნეოგენური მეოთხეული ლავებით. აქვს სამხრ. განშტოება, სადაც იაილოს მთაა. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზოგან – ფიჭვნარით, თხემზე მეორეული მდელოებია.
გ. დევდარიანი