ბედია, ისტორიული დასახლება დას. საქართველოში, წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XI ს-ში ლეონტი მროველთან და „მატიანე ქართლისაში“.
ლეონტი მროველი ბ-ს ქ. ეგრისთან აიგივებდა და დას. საქართველოს ძვ. ცენტრად მიიჩნევდა. XI–XVII სს-ში ბ. ბედიის საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ბ. „კორენბედიის“ ანუ შუა ბედიის სახელწოდებით აღნიშნულია XIV–XV სს. საზღვაო რუკებზე.
დღეს ბ. რამდენიმე სოფლად არის დაყოფილი. ბედიის ცნობილი ტაძარი აგუბედიაში (ოჩამჩირის მუნიციპ.) დგას.
თ. ბერაძე