„ბეთქილ“

„ბეთქილ“, ქართული (სვანური) ხალხური რიტუალური ხასიათის სიმღერა-დატირება, ასრულებენ ე. წ. „სამთი ჭიშხაშის“ – „წმიდა ფერხულის“ დროს. უკავშირდება ნაყოფიერების საგაზაფხულო დღესასწაულს. სიმღერა სამხმიანია, ემყარება სვანური სიმღერისათვის დამახასიათებელი კომპლ. მრავალხმიანობის ტიპს.

ს. ჟორდანია