ბეიერი ტატიანა პეტრეს ასული

ბეიერი ტატიანა პეტრეს ასული (18. IX. 1898, თბილისი, – 25. IX. 1981, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1930). მუშაობდა არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად რესპ. სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში, 1953-იდან გარდაცვალებამდე – „სოიუზგიპროტორგის“ თბილ. ფილიალში. მის მიერ შედგენილი ტიპური პროექტების მიხედვით აშენდა სოფლის მრავალი საცხოვრებელი და საზ. დანიშნულების ნაგებობა საქართვ. სხვადასხვა რეგიონში (1930–40-იანი წწ.); ნაყოფიერად მუშაობდა დასახლებების (1945–50, ავტორთა კოლექტივები; კოლხეთი, აფხაზეთი, სამგორი, მესხეთ-ჯავახეთი) დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტებზე; ავტორია რამდენიმე სავაჭრო და სამომსახურებო დაწესებულების პროექტისა შავი ზღვის სანაპიროზე (1960-იანი წწ.; ადლერი, სოჭი, ხოსტა); მონაწილეობდა ქალაქ-კურორტ წყალტუბოს პირველი გენ. გეგმის დამუშავებაში [1936–37, 1940–41; ნ. სევეროვთან (ხელმძღვანელი), ბ. ლორთქიფანიძესთან, ს. სატუნცთან ერთად] და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ს. კინწურაშვილი