ბეითარაბჩი

ბეითარაბჩი, (2012-მდე – ბეითარაფჩი), სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. დებედის მარჯვ. მხარეს, ლამბალოს არხის ნაპირას. ზ. დ. 410 მ, მარნეულიდან 28 კმ, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 462 მცხ. (2014).