ბეიჰაყი აბუ-ლ ჰასან ალი, იბნ ფუნდუყი (1099–1170), სპარსელი ისტორიკოსი.
მის მრავალ თხზულებათა შორის საინტერესოა სპარსულ ენაზე შედგენილი მშობლიური ოლქის – ბეიჰაყის ისტორია („თარიხ-ე ბეიჰაყ“, 1168), სადაც გარდა ბეიჰაყის ოლქის გეოგრ. აღწერისა და მისი ისტორიისა, შეტანილია იქაური ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიც.
ბ. ერთ-ერთი პირველი სპარს. ისტორიკოსია, რ-იც იხსენიებს საქართველოს იმდროინდელი ამბების თხრობისას. ბ-ის ნაშრომიდან ვგებულობთ, რომ თბილისის სამეფო კარზე კარგად იცოდნენ არაბ. ენა. 1148 ივლისში სელჩუკიან სულთან სანჯარს (1118–57) მისთვის დაუვალებია საქართველოს მეფის დემეტრე I-ის (1125–56) მიერ არაბულ და სირიულ ენებზე შედგენილ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე რ., XI–XIII საუკუნეების თბილისის ისტორიიდან,, ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1960, ტ.5, ნაკვ. 1. გვ. 126–127.
კ. ტაბატაძე