ბელგა, ნიშან-სამკაული ან ფული (ჩვეულებრივ ოქროსი ან ვერცხლისა), რ-იც უნდა მიეტანა ვაჟს თავისი საცოლისათვის (იხ. დაწინდვა). გავრცელებული იყო ქართლსა და მთიულეთში. ქართლში იცოდნენ სამკაულის (უმთავრესად ბეჭდის) ან ფულის, ხოლო მთიულეთში ფულის (დაახლ. ერთი ცხვრის საფასური), ზოგჯერ კი ცხვრის მირთმევა. ბ-ის აღების შემდეგ ვაჟის ან ქალის სხვაზე დაქორწინება არ შეიძლებოდა. ბ-ის მიცემა ანუ დაბელგვა (დაწინდვა) ნიშნავდა მოყვრობაზე შეთანხმების მთავარ წინაპირობას, რ-ის შემდეგაც ნიშნობა და ქორწილი იმართებოდა.
ლიტ.: ჭ ყ ო ნ ი ა ი., ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში, ნაწ. 1, თბ., 1955.
ბ. გამყრელიძე