ბელიანკინი დიმიტრი სტეფანეს ძე

ბელიანკინი დიმიტრი სტეფანეს ძე [11 (23). VIII. 1876, სოფ. ლამანიხა, ახლანდ. ვოლოგდის ოლქი, – 20. VI. 1953, მოსკოვი], რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1943; წ.-კორ. – 1933).

1901 დაამთავრა იურიევის (ახლანდ. ტარტუ) უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (ქიმ. განყ-ბა). 1903-იდან მუშაობდა პეტერბ. პოლიტექ. ინ-ტში, 1930-იდან – სსრკ მეცნ. აკად. პეტროგრაფიის ინ-ტში, ინ-ტის რეორგანიზაციის შემდეგ – გეოლ. მეცნ. ინ-ტში. 1949-იდან იყო სსრკ მეცნ. აკად. გეოლ.-გეოგრ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი.

ბ-ის სამეცნ. შრომები მოიცავს გეოლ. მეცნ. სხვადასხვა დარგს. იგი რუსეთში ტექ. პეტროგრაფიის ფუძემდებელია. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს კავკ., მ. შ. საქართველოს გეოლ. საკითხებზე. პირველმა აღმოაჩინა და შეისწავლა კავკასიის ახალგაზრდა (მეზოზოურ-კაინოზოური ასაკის) მაგმური ქანები (ე. წ. ნეოინტრუზიები). საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული თავისი მრავალწლიანი პეტროგრაფიული კვლევები 1945 განაზოგადა მონოგრაფიულად (თანაავტორი ვ. პეტროვი). გამოიკვლია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნის წიდები.

მიღებული აქვს სსრკ მეცნ. აკად. ა. კარპინსკის სახ. პრემია (1949) და სახელმწიფო ჯილდოები.

მისი სახელი მიენიჭა მინერალ ბელიანკინიტს (CaTi6O13 10H2O).

თხზ.: Избранные труды, т. 1–2, М., 1956–58; Петрография Грузии, М.–Л., 1945 (თანაავტ. В. Петров); კრისტალთა ოპტიკა, თბ., 1951.

ლიტ.: Б е з б о р о д о в  М. А., Дмитрий Степанович Белянкин. 1876–1953, М., 1985 (ახლავს შრომების ბიბლიოგრ. და ლიტ-რა ბ-ის შესახებ); Т а т р и ш в и л и  Н. Ф., З а р и д з е  Г. М., Д з о ц е н и д з е  Г. С., С х и р т л а д з е  Н. И., Д. С. Белянкин и некоторые проблемы магнетизма Кавказа, წგ.: Идеи академика Д. С., Белянкина в области петрографии и минералогии и их дальнейшее развитие, М., 1971.

ვ. ჯავრიშვილი