ბენაშვილი დიმიტრი გიორგის ძე

ბენაშვილი დიმიტრი გიორგის ძე (28. XI. 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 28. VI. 1982, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1933). 1939–42 იყო ჟურნ. „ჩვენი თაობის“ რედაქტორი, 1947–62 – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უახლესი ქართ. ლიტ-რის განყ-ბის გამგე, 1962-იდან – თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის გამგე.

აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები „ალექსანდრე ყაზბეგი“ (1939), „ვაჟა-ფშაველა შემოქმედი და მოაზროვნე“ (1961). მნიშვნელოვანია მისი წიგნი «სახისა და ხასიათის პრობლემა „ვეფხისტყაოსანში“» (1954); ვრცელი გამოკვლევა „კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე“ (1967) მიმოიხილავს ჩვენი დროის მწერალთა შემოქმედებას. ბ-ს ეკუთვნის სხვა მრავალი გამოკვლევა და კრიტ. ნაშრომი.