ბენტონიტური თიხები

ბენტონიტური თიხები [სახელი ეწოდა უაიომინგის შტატის (აშშ) ფორტ ბენტონის (Benton) მიხედვით, სადაც პირველად აღმოაჩინეს ბ. თ.], კოლიდური თიხები, რ-ებიც ძირითადად მონტმორილონიტის Al2[Si4O10] (OH)2·nH2O ჯგუფის მინერალებისაგან შედგება. ბ. თ-ს ახასიათებს ადსორბციის, კატიონთა გაცვლის, გაჯირჯვის, სუსპენზიებში ტიქსოტროპიის უნარი. ბ. თ-ს სახელს ხშირად იმ გეოგრ. ადგილთა სახელის მიხედვით არქმევენ, სადაც მათი საბადოებია, მაგ., ფლორიდინი, ატაპულგიტი, ასკანთიხა, ასკანგელი, გუმბრის თიხა და სხვ. ბ. თ-ს იყენებენ როგორც ეფექტურ მათეთრებელს ნავთობის, საკვები ზეთებისა და ვიტამინების გადამუშავებისას, ასევე ნახშირწყალბადების სინთეზში და სხვ., თიხის ხსნარების დასამზადებლად ბურღვისათვის, სამსხმელო ფორმების დასამზადებლად, ქაღალდისა და საფეიქრო მრეწველობაში შემავსებლის სახით, სოფ. მეურნეობაში, ფარმაცევტულ მრეწველობაში, მედიცინაში და სხვ.

საქართველოში მაღალხარისხოვანი ბ. თ-ის რამდენიმე საბადოა, რ-თაგან ცნობილია ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოები, გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადო, ვალის საბადო და სხვ.

გ. მაჩაბელი