ბეჟათუბანი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის თემში (იმერეთის რეგიონი), გედსამანიის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 720 მ, ხარაგაულიდან 25 კმ, მოლითიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 37 მცხ. (2014).