ბეჟან არაგვის ერისთავი

ბეჟან არაგვის ერისთავი (გ. VI. 1743), არაგვის ერისთავი 1741–43. 1742 მიემხრო გივი ამილახვირს აჯანყებას. იმავე წელს აუჯანყდნენ და თავს დაესხნენ თავისივე ყმები, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. 1743 მორიგი აჯანყების დროს მოკლეს. იხ. აგრეთვე არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742–46.

წყარო: ორბელიანი  პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913.

ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.

გ. ჯამბურია