ბაგრატ ერისთავთერისთავი (გ. 966), მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ იგი მოხსენიებულია როგორც ეკლესიების მშენებელი, საღმრთო წიგნების მაძიებელი და შემკრები. 958–966 მას განუახლებია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ჩაურთავს რამდენიმე სასწაული.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ი. ლოლაშვილი