„ახ, მთვარევ, მთვარევ“

„ახ, მთვარევ, მთვარევ“, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის აღმოსავლური შტოს ნიმუში. ძვ. თბილ. ტიპური აშუღური სიმღერა. აშკარად ეტყობა აღმოსავლური (სპარს.-აზერბ.) მუსიკის გავლენა (ტექსტი გრ. რჩეულიშვილისა). გავრცელებული იყო XIX ს-ში და XX ს. I ნახევარში. დ. არაყიშვილმა იგი გადაამუშავა ერთი ხმისათვის ფორტეპიანოს თანხლებით.

ლიტ.: იხ. სტ-თან „ახ,მეზურნევ“.

ნ. ციციშვილი