ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე [1 (13). X. 1866, თბილისი, – 28. III. 1942, იქვე], ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმენლი, საზოგადო მოღვაწე.
პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნ. „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართ. ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვ. ფსევდონიმებით.
1896 – 1902 თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ლ. ტოლსტოის, მ. გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ე. ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები.
თხზ.: ლექსები და სცენები, კრ. 1. ტფ., 1912.
ლიტ.: გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971.
გ. იმედაშვილი