ახრისი

ახრისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ახალუბნის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ-ებს მეჯუდასა და აძურას შორის. ზ. დ. 755 მ, გორიდან 15 კმ. 638 მცხ. (2014).

ა. იხსენიება 1670 წ. სიგელში და ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში. XV–XVIII სს-ში შედიოდა საამილახვროში. 1865 ა. თავისი 31 ქართვ. კომლით გორის უბნის აძვის სასოფლო თემში შედიოდა. სოფლის ცენტრში დგას განვითარებული ფეოდ. ხანის სამების ეკლესია.

ჯ. გვასალია