ახტიარის უფსკრული, კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვული მასივის სამხრ.-აღმ. ნაწილში, ზ. დ. 2520 მ სიმაღლეზე.
გამომუშავებულია ზედაიურულ (ტიტონურ) კირქვებში. უფსკრულში ჩასასვლელი თოვლ-ფირნით ამოვსებულ ღრმა კარსტული ძაბრის ფსკერზე იხსნება და ქმნის „ყინულოვან დარბაზს“. მთავარი განშტოება სამხრ.-დას-ით გრძელდება და 35,15,45 და 40 მ-იანი ჭებისა და შახტების მორიგეობით 200 მ სიღრმემდე ვრცელდება.
ა. უ-ის ჯამური სიღრმეა 410 მ, მოცულობა 40 ათ. მ³, ფსკერის ფართობი 1,6 ათ. მ² მღვიმეში ჭერის ჩანგრევით წარმოიშვა 7 მოზრდილი დარბაზი, რ-ებიც ერთმანეთს უკავშირდება დახრილფსკერიანი დერეფნებით და კასკადური ჭებით. მღვიმეში არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ყინულის ნაღვენთები, ციკლგავლილი მშრალი და წყლიანი დერეფნები. მიწისქვეშა ნაკადების წყლის ტემპ-რა 2,5–3°.
აღმოჩენილია 1973.
ზ. ტატაშიძე