ბაგრატიონი გრიგოლ იოანეს ძე (1789–1830), მწერალი, მწიგნობარი, იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე.
მონაწილეობდა კახეთის 1812 აჯანყებაში, რისთვისაც რუსეთში გადაასახლეს. ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. აქ დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს.
ბ. პეტერბ. ქართ. კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართ. ზეპირისტყვიერების ნიმუშების სისტემ. შეკრება; დაახლ. 1819 შეადგინა „ანთოლოგია“, რ-შიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას ჭაბუა ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.
ლიტ.: მ ა ხ ა თ ა ძ ე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII–XIX სს., თბ., 1967; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.
მ. ჩიქოვანი