ბაგრატიონი ედიშერ ადამის ძე (22. VI. 1928, თბილისი, – 24. III. 2005, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1983).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1953). ამავე წლიდან მუშაობდა საპროექტო ინ-ტში „საქქალაქმშენსახპროექტში“, 1969-იდან – სახმშენის მთავარი სპეციალისტი, 1975–85 – საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის განყ-ბის უფროსი, 1985–89 ქალაქთმშენებლობის განყ-ბის უფროსი იყო. 1989-იდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ქალაქთმშენებლობის სამმართველოს უფროსი, ერთდროულად (1957–75) ეწეოდა პედ. საქმიანობას. ძრითადად მუშაობდა ქალაქთგეგმარების დარგში.
ავტორია ქალაქების გურჯაანის (1954), ზესტაფონის (1955), სოხუმის (1958), მცხეთის (1956; 1972), ქალაქკურორტების – გაგრის (1959; 1976), ბორჯომის (1957; 1970; 1989) და სხვათა გენ. გეგმებისა, აგრეთვე მრავალი დასახლ. პუნქტის დეტალური დაგეგმარების პროექტისა (ყველა – ავტორთა ჯგუფთან ერთად).
თხზ.: სპორტული ნაგებობები, თბ., 1964.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე