ბაგრატიონი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე

ბაგრატიონი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (15. X. 1915, პეტერბურგი, – 15. IV. 1992, თბილისი), ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

1921 მისი მშობლები ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი ვის-ბადენს (გერმანია) შეაფარეს თავი. 1922-იდან პარიზში ცხოვრობდა,

განათლება მიიღო სენ-ჟერმენის კოლეჯსა და ჟანსონ-დე-სილის ლიცეუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზის უნ-ტში. 1953 ცოლად შეირთო საფრ. წარჩინებული გვარის წარმომადგენელი მონიკა პაულიაკ-დე-ფომბელიერი, ვისგანაც შეეძინა ორი შვილი, ქეთევანი (იხ. ბაგრატიონი ქეთევანი) და ალექსანდრე (დ. 4. VIII. 1956, ტალანსი, საფრ., განათლებით იურისტი, ცხოვრობს ქ. ბორდოში).

1992 თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

მ. აბულაძე