ბაგრატიონი ლეონიდა გიორგის ასული

ბაგრატიონი ლეონიდა გიორგის ასული (6. X. 1914, თბილისი, – 23. V. 2010, მადრიდი, ესპანეთი), ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1934 პირველად დაქორწინდა ქ. ნიცაში სუმნერ მოორ კიბიზე. მისგან ჰყავს ქალიშვილი ელენე (დ. 1935). მეორედ იქორწინა (1948) შვეიცარიის ქ. ლოზანაში რუსეთის ტახტის მემკვიდრე დიდ მთავარ ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვზე (1917–92). ჰყავს ქალიშვილი მარია რომანოვა (დ. 1952) და შვილიშვილი გიორგი (დ. 1981).

ლიტ.: F e r r a n d  J., Familles Princières de Georgie, Montreuil, 1983.

გ. შარაძე