ბაგრატიონი ქეთევან კონსტანტინეს ასული

ბაგრატიონი ქეთევან კონსტანტინეს ასული (დ. 20. VII. 1954, ტალანსი, საფრანგეთი), ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

1977 დაამთავრა ბორდოს უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი სლავური და ინგლ. ენების სპეციალობით. 1975–76 სტაჟირებაზე იყო თბილ. და მოსკ. უნ-ტებში. 1978 ცოლად გაჰყვა იტალიის დიდ მთავარს რაიმონდო ორსინ დ არაგონა დუკა დი გრავინას და საცხოვრებლად რომში გადავიდა. ჰყავს 4 შვილი.

1991 საქართველოს დახმარების მიზნით რომში დააარსა საზ-ბა იტალიელთა და ქართველთა ერთობა – „წმინდა გიორგის ფარი“. არის საქართველოსათვის ჰუმანური დახმარების მრავალი აქციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. საქ. ელჩი ვატიკანში. საქართველოს საპატიო მოქალაქე (1996).

მ. აბულაძე