ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე გიორგის ძე (1796 ან 1797 – 5. II. 1862), რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, (1852) კავალერიის გენერალი. ჭაბუკი ბ.-ი. იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრედენდენტი. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში.
დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხ. სამსახური დაიწყო კორნეტად ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–29 რუსეთ-ოსმ. ომში როგორც ნიჭიერმა სამხ. მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას. 1844 მიიღო გენ.-ლ. წოდება. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგ. [1–2], თბ., 1983; Ю д и н Н., Судьба князей Багратионов-Имеретинских в России, «Русский архив», 1897, №10.
ო. ჟორდანია