ბაგრატიონიტი, მინერალ ორთიტის (Ca, Ce, Mn)2 (Fe2+Fe3+,Mg) Al[SiO4] [Si2O7]O(OH) სახესხვაობა.
კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. შავი ან მოყვითალო-მურა ფერისაა. ძლიერ ელვარებს. სისალე მინერალოგიური სკალით 6; სიმკვრივე 4100 კგ/მ 3. რადიოაქტიურია. გვხვდება პეგმატიტურ ძარღვებში. იშვიათ მიწათა ელემენტთა მადანია. წარმოადგენს ორთიტის წახნაგებით მდიდარ კრისტალებს.
სახელწ. „ბ.“ უწოდა აკად. ნ. კოქშაროვმა (1847) პეტრე ბაგრატიონის პატივსაცემად.
ვ. ჯავრიშვილი