ბაგრატიონ-მუხრანელი ოთარ ვლადიმერის ძე (5. V. 1920, თბილისი, – 20. XI. 1988, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაღესტნის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977).
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1943). 1946–64 მუშაობდა მშენებლობაზე და სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში. 1964–88 – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1966–76 მთავარი არქიტექტორი).
ნამუშევრები: დასასვენებელი სახლი გუდაუთაში (1953), თბილისში – ორთაჭალჰესის შენობა და ხიდი (1955; ორივე თ. მარგველაშვილთან ერთად). „საქქალაქმშენსახპროექტის“ საწარმოო კორპუსი (1969; ს. რევიშვილთან, ა. საბაშვილთან, ლ. ჩოფიკაშვილთან, გ. ხიზანიშვილთან ერთად) და რესტორანი „კასპი“ (1985, ვ. სიხარულიძესთან, გ. ხეჩინაშვილთან ერთად), სასტუმრო „კოლხეთი“ ქობულეთში (1983; მ. ეძგვერაძესთან, ა. ქურდიანთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს სახელმწ. პრემია, 1985), მოსკოვში – საქართვ. საელჩოს სასტუმრო (1977; გ. ტონიასთან ერთად) და სხვ.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე