ბაგრატიონ-მუხრანოვი ალექსანდრე ირაკლის ძე

ბაგრატიონ-მუხრანოვი ალექსანდრე ირაკლის ძე (20.VII. 1853, სანქტ-პეტერბურგი, – 20. X. 1918, პიატიგორსკი), გენერალ-ლეიტენანტი (1917), რუსეთ–ოსმალეთის (1877–78), რუსეთ–იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში (1902–04), 1904 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. იყო ლაიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკის (1904–16), მე-3 ცხენოსანთა კორპუსის მეთაური (1917).

1918 დახვრიტეს ბოლშევიკებმა პიატიგორსკში.

ლ. დოლიძე