ბაგრატიონ-მუხრანსკი გრიგოლ (გიორგი) (1790, სოფ. მუხრანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი,– 25. II, 1864, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1850), რუსეთის სამამულო ომის (1812), რუსეთ–ირანის (1826–28), რუსეთ-ოსმ. (1828–29) ომების მონაწილე, 1822-იდან მსახურობდა განსაკუთრებულ დავალებათა აღმასრულებლად მთავარსარდალთან, 1845-იდან ირიცხებოდა ცალკეულ კავკასიის კორპუსში. იყო ჭარ-ბელაქნის ოლქის გენერალ-გუბერტატორი.
ლ. დოლიძე