ახუპაჭი

ახუპაჭი, მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე, მდ-ების კელასურისა და ამტყელის წყალგამყოფზე, მდ. მაჭარის სათავეებში. სიმაღლე 1381 მ. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. აქვს მობრტყელებული წვერო, დას. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.

დ. უკლება