ახქერფი

ახქერფი, სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში, (ქვემო ქართლის რეგიონი), ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ახქერფისწყლის (ფოლადაურის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ულიანოვკა, ჩანახჩი). ზ. დ. 1010 მ, მარნეულიდან 55 კმ, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ. 610 მცხ. (2014).

ა-ის მახლობლადაა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლის ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი.